შეიყვანეთ თქვენი დაბადების თარიღი
თქვენი დაბადების თარიღის შეყვანით, თქვენ ადასტურებთ, რომ მიაღწიეთ ალკოჰოლური სასმლის მიღებისთვის კანონიერ ასაკს.
factoryfactory-mobile
მდგრადობა

2030 წლისთვის, მდგრადობის მიზნების შესაბამისად,

ვაგრძელებთ მუშაობას პასუხისმგებლობით

მდგრადობა

“ეფეს საქართველო” პატივს სცემს საერთაშორისოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შესაბამის სტანდარტებს და გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. კომპანია არის გაეროს გლობალური შეთანხმების (UN Global Compact) ხელმომწერი. შეთანხმება წარმოადგენს სტრატეგიულ ინიციატივას იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც მზად არიან საკუთარი ქმედება და სტრატეგიები მოიყვანონ ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს დაცვისა და ანტიკორუფციული მიმართულებების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებთან შესაბამისობაში. „ეფეს საქართველო“ არის გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ხელმომწერი წევრი, რომელიც მხარს უჭერს გენდერულ თანასწორობასა და ქალთა გაძლიერების პრინციპებს.

“ეფეს საქართველო” გარემოს მდგრად მართვას საკუთარი საქმიანობის მთავარ მამოძრავებლად მიიჩნევს. ჩვენ ნედლეულს ბუნებიდან ვიღებთ. ამიტომ, ხელს ვუწყობთ გარემოს მდგრადობას როგორც ჩვენი ბიზნესის წარმატებისთვის, ასევე - საზოგადოებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მნიშვნელოვნად შევამციროთ გარემოზე ჩვენი ზემოქმედება, რესურსების ეფექტურად გამოყენების, ნარჩენების და ნახშირბადის გამონაბოლქვების შემცირებისა და სახიფათო მასალების ფრთხილად დამუშავების გზით. კომპანია მხარს უჭერს ალკოჰოლის ზომიერ და პასუხისმგებლიან მოხმარებას. 2008 წლიდან, "ეფეს საქართველო" ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს შემდეგი მიმართულებებით: საზოგადოების მხარდაჭერა (ახალგაზრდები, მოწყვლადი ჯგუფები, სპორტი, ხელოვნება და განათლება), გარემოს დაცვა და ღირსეული სამუშაო გარემო.

CSR ჯილდოები
Award
2025

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 - ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა

Award
2025

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2025 - მდგრადი მოხმარება და წარმოება

Award
2024

2024 წლის SDG პიონერი - ქეთი ჟვანია, "ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი

Award
2024

CEO Award 2024-ის მდგრადობის კატეგორია - ქეთი ჟვანია, “ეფეს საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი

Award
2021

"CR ჯილდო 2021" – „ეფეს საქართველომ“ გაიმარჯვა კატეგორიაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“.

Award
2020

"CR ჯილდო 2020" – “ეფეს საქართველომ” გაიმარჯვა კატეგორიაში “ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა”.

Award
2019

“პარტნიორობა მდგრადობისთვის ჯილდო 2019” – “ფონდი ნატახტარი” დაჯილდოვდა საერთაშორისო კონკურსზე, უკრაინაში.

Award
2019

"CR ჯილდო 2019" – “ფონდმა ნატახტარმა” გაიმარჯვა კატეგორიაში “პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის”.

Award
2018

“მელიორა 2018” – “ფონდმა ნატახტარმა” გაიმარჯვა კატეგორიაში “სექტორებს შორის პარტნიორობა - გაზიარებული პასუხისმგებლობა”.

Award
2018 წელი

"CSR ჯილდო 2018" – “ეფეს საქართველომ” გაიმარჯვა კატეგორიაში “საუკეთესო გარემოსდაცვითი პროექტი"